ვენესუელა

გავრცელებული ცნობით, ვენესუელაში შეიარაღებით დატვირთული 2 რუსული თვითმფრინავი ჩავიდა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ვენესუელის აეროპორტში ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა. გავრცელებული ინფორმაციით მათ ქვეყანაში ასამდე სამხედრო და დიდი რაოდენობით შეიარაღება ჩაიტანეს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით ქვეყანაში თვითმფრინავები სამხედრო კონტრაქტის ფარგლებში ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი მხარს უჭერს ნიკოლას მადუროს რეჟიმს და გმობს სხვა ქვეყნების მიერ ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებას. რამდენიმე თვის წინ ვენესუელამ და რუსეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც ჩაატარეს.

ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

ამასთანავე, ნიკოლას მადურო უარს ამბობს ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე და მის დასაბლოკად კოლუმბიასთან და ბრაზილიასთან საზღვრებიც კი ჩაკეტა. ის ამბობს, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები