შუალედური არჩევნები

ქართულმა ოცნებამ მერობის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიფინგი გამართა და მერობის შუალედური არჩევნების კანდიდატები დაასახელა.

მისი თქმით, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ზუგდიდში გიორგი შენგელია, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, მარნეულში ზაურ დარგალი, ხულოში კი ვახტანგ ბერიძე იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამართულ ბრიფინგზე მთაწმინდის ოლქში ოცნების კანდიდატი ექიმი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე წარადგინა.

კომენტარები