საბანკო რეგულაციები

ევროპული საქართველო საბანკო რეგულაციებზე სებ-ის პრეზიდენტს პარლამენტში კვლავ იბარებს

newposts.ge

ევროპული საქართველო საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, კიდევ ერთხელ იბარებს საკომიტეტო მოსმენაზე. 

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, დღეს ისაუბრა. 

"სებ-ის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგი უკვე კარგად ჩანს. კარგად ჩანს 10 000-ობით ადამიანი, რომელიც დაზარალდა იმიტომ, რომ ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, ვეღარ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას და ბინის ყიდვას, უკვე დაზარალდა ბიზნესი და ჩვენ ვხედავთ შემცირებულ ბრუნვას და დახურულ მაღაზიებს, უკვე დაზარალდა და გაიზარდა ქვეყანაში უმუშევრობის დონე,"- ამბობს ბაქრაძე. 

დავით ბაქრაძის თქმით, სრულიად გადაუდებლად კობა გვენეტაძე პარლამენტში უნდა მივიდეს და ანგარიში ჩააბაროს და პასუხი გასცეს ოპოზიციის შეკითხვებს. ბაქრაძის თქმით, ევროპული საქართველო ამ რეგულაციების გადასინჯვას მოითხოვს. 

"გაუქმდეს მორიგი მავნებლობა რომლითაც მთავრობამ გაურთულა ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს. პირდაპირ დაარტყა იმ საშუალო ფენას რომელიც იღებდა კრედიტს და რომელზეც დგას საქართველოს მომავალი სიმყარე და კეთილდღეობა, დააზიანა ბიზნესი და გაზარდა უმუშევრობა. აი, ეს არის მთავრობის და ბანკის რეგულაციების შედეგი და ამიტომ ვითხოვთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სასწრაფო წესით საკომიტეტო მოსმენაზე მობრძანდეს პარლამენტში და ჩაგვაბაროს ანგარიში" - ამბობს დავით ბაქრაძე. 

წაიკითხეთ ამ თემაზე: 

"სული კბილით გვიჭირავს" - სესხების გაცემის შეზღუდვამ ბიზნესი დააზარალა

კომენტარები