ჭკვიანი კამერები

თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს. უწყების ინფორმციითვე, ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2204 ვიდეოკამერა. თბილისში სიჩქარის კონტროლის ახალი სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:


1. მარშალ გელოვანის მოედნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირომდე, გიორგი სააკაძის 1-ელ შესახვევამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

2. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და სამტრედიის ქუჩის კვეთიდან ნ. 
ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული 
სიჩქარე 70 კმ/სთ).

3. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთიდან ნ. 
ბარათაშვილის სანაპიროსა და სამტრედიის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული 
სიჩქარე 70 კმ/სთ).

4. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთიდან ნ. 
ბარათაშვილის სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 
70 კმ/სთ).

5. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის 
სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

6. მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთიდან მოსკოვის გამზირისა და 
ქინძმარაულის მე-2 შესახვევის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).

7. მოსკოვის გამზირის N25-დან მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 
შესახვევის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).

8. მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევიდან მოსკოვის 
გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).

თბილისში მოქმედი 2204 ვიდეოკამერიდან, 829 ნომრის ამომცნობია, 1375 კი ზოგადი ხედვის კამერაა. საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციებით გადაფარულია საავტომობილო გზების 432 კილომეტრი.

კომენტარები