არჩევნები 2019

მდინარაძე: ლადო კახაძე კაცთმოყვარეობით, განსაკუთრებული კოლორიტით გამოირჩევა

ქართული ოცნება

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, მათი პარტიის მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი ლადო კახაძე არის კაცი, რომელიც "კაცთმოყვარეობით, განსაკუთრებული კოლორიტით გამოირჩევა". მდინარაძემ TV პირველის ეთერში თქვა, რომ ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია კახაძისთვის, კითხვის ნიშნები არ ექნება.

"ღირსეული, რაც შეიძლება მეტად ღირსეული ადამიანი გვინდოდა რომ ყოფილიყო. ლადო კახაძე რომ ასეთია, ამაში, ალბათ ვერავინ შეგვეწინააღმდეგება და შეგვეკამათება. მე პირადად, როცა ამ ადამიანს ვუსმენ, პირადი ურთიერთობაც მაქვს მასთან, შეიძლება ძალიან ახლო არა, მაგრამ ვიცნობ ძალიან კარგად და არაერთხელ შევხვედრივარ და არამხოლოდ სუფრაზე, თამადობის კონტექსტში. ისედაც გვქონია საქმიანი საუბარი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის პოლიტიკაზე და მსიამოვნებს მე პირადად. დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოუსმენს მას და არ ესიამოვნება მისი საუბარი.  ეს არის კაცი, რომელიც ბევრ რამეს გასწავლის თავისი მჭერმეტყველებით, თავისი გამჭრიახი გონებით, თავისი სწორი ცხოვრების სტილით, რაც მან გამოიარა, თავისი პროფესიონალიზმით" - თქვა მდინარაძემ.

ქართულმა ოცნებამ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე 25 მარტს წარადგინა. ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ხოლო 2016 წელს მთაწმინდის ოლქში კენჭს იყრიდა პაატა ბურჭულაძის ბლოკის - სახელმწიფო ხალხისთვის სახელით. მაშინ მან 618 ხმა (2.65%) მიიღო.

გთავაზობთ ლადო კახაძის განცხადებებს, რომლებიც ქართული ოცნების კანდიდატმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა თემაზე გააკეთა.

კომენტარები