შინაური ცხოველები

თავდამსხმელმა ძაღლი მას შემდეგ მოკლა, რაც მან თავისი ოჯახი სროლისას გადაარჩინა

ჰიუსტონში, ძაღლი თავდამსხმელმა მას შემდეგ მოკლა, რაც ცხოველმა თავისი ოჯახი სროლისას გადაარჩინა.

მარტინეზების ოჯახს სახლში დაბადების დღის წვეულება ჰქონდათ, როდესაც მათ სახლში იარაღიანი ადამიანი შევიდა და ცეცხლი გახსნა.

სროლისას დედა და ორი შვილი დაიჭრა.

"მე შევბრუნდი, რათა გავქცეულიყავი და უცბად ზურგში დიდი წნევა ვიგრძენი. ხელები ზურგზე მოვიკიდე და მივხვდი, რომ ყველაფერი სისხლით მქონდა დასვრილი", - ყვება ერთ-ერთი ბავშვი.

ოჯახის თქმით, შუა სროლისას მათი ძაღლი ზერო თავდამსხმელს შეახტა და შედეგად, ყველა ტყვია მას მოხვდა.

"მჯერა, თავდამსხმელს ზერო რომ არ შეხტომოდა, ის ყველა ჩვენგანს უფრო სახიფათო ზონებში გვესროდა", - თქვა მარტინეზმა.

შემთხვევის შემდეგ ზერო ვეტერინართან მიიყვანეს, თუმცა გადაწყვიტეს რომ ძაღლისთვის ევთანაზია გაეკეთებინათ, რადგან მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.

პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს თავდამსხმელს.

კომენტარები