საირმე

საირმეში სასტუმროს თანამშრომელი მე-3 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

flickr

საირმეში, სასტრუმრო "საირმეს" თანამშრომელი შენობის მე-3 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალები უცნობია.

კომენტარები