მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი კვესიტაძეს: ორბანი ჩემი მეგობარია, ის თუ არ გინდათ, გყავდეთ ივანიშვილი - სახლში

0 კომენტარი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook პოსტით რუსთავი 2-ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს მიმართავს, რომელსაც არხზე ნიკა გვარამიასთან ერთად გადაცემა მიჰყავს. სააკაშვილი წერს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მისი მეგობარია. 

"ეკა კვესიტაძის გასაგონად, რომელიც არსებული [ბიძინა] ივანიშვილის ფონზე  აცხადებს, რომ თურმე, არ სურს ორბანი საქართველოში და რაღაცნაირად ჩემზე მიანიშნებს - ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია, ჩვენ ბევრ რამეში განვსხვავდებით, მაგრამ ორბანის დროს უნგრეთის ეკონომიკა გადაიქცა ევროპის ერთერთ ყველაზე სწრაფად მზად ეკონომიკად, რაც კეთილად აისახებ თითოეული უნგრელის კეთილდღეობაზე. ბუდაპეშტში და სხვა ქალაქებში განხორციელდა ისტორიული ცენტრის აღდგენის სამუშაოები და დაიწყო მშენებლობის ბუმი, უფრო მეტი უნგრელი ბრუნდება, ვიდრე ტოვებს თავის ქვეყანას... ხო და, თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს, ოღონდ სახლში წაიყვანეთ და ისე, საქართველოს კიდევ მიეცით განვითარების შესაძლებლობა!

ორბანით და სხვა მაგალითებით დაშინება ემსახურება მხოლოდ არსებული ჭაობის შენარჩუნებას და სწორედ ესაა ივანიშვილის თამაში და ყველას ვთხოვ, ნუ შეყვებით მას ამ თამაშში..." - წერს სააკაშვილი. 

ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდეში", ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, ევროპის სახალხო პარტიის წევრია, თუმცა 21 მარტს მას EPP-ის წევრობა შეუჩერეს. 

ევროპის სახალხო პარტიების გაერთიანებამ გადაწყვეტილება 190 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე "ფიდეში" EPP-ის შეხვედრებს ვეღარ დაესწრება და ხმას ვეღარ მისცემს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, არღვევს თუ არა "ფიდეში" ლიბერალური დემოკრატიის, პლურალიზმის და კანონის უზენაესობის პრინციპებს. ამ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ორბანის გაერთიანებას ევროპის სახალხო პარტიიდან გარიცხავენ.

ვიქტორ ორბანს და მის პარტიას ევროკომისრები და ევროპარლამენტარები ევროკავშირის ფონდების არასწორად გამოყენებაში, კორუფციაში, ანტისაიმიგრაციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ. კრიტიკის მიზეზი გადასახადების გადამხდელების ფულით ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ მიმართული ანტისემიტური კამპანიაც გახდა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები