აშშ

პენტაგონმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის $1 მილიარდი გამოყო

Getty Images

პენტაგონმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო, რომელიც არმიის ინჟინრებს გადაერიცებათ. ეს პირველი ნაბიჯია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასაზღვრო კედლის ასაშენებლად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პენტაგონის მიერ გამოყოფილი თანხა საზღვრის 91 კილომეტრიან მონაკვეთზე კედლის აშენებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესმა მის მიერ სასაზღვრო კედლის ასაშენებლად მოთხოვნილი 5.4 მილიარდი აშშ დოლარის ნაცვლად არსებული კედლის გასაგრძელებლად მხოლოდ 1.4 მილიარდი აშშ დოლარი შეიტანეს ბიუჯეტში. ტრამპმა ბიუჯეტის პროექტს ხელი მოაწერა, რათა მთავრობის ხელახალი დახურვა თავიდან აეცილებინა, თუმცა ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლებს სხვადასხვა ფონდებიდან თანხები სასაზღვო კედლის მშენებლობისათვის გამოიყენოს.

კონგრესის ქვედა პალატამ ტრამპის მიერ სასაზღვრო კედლის ასაშენებლად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას კენჭი გასულ თვეს უყარა.

წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას აქვს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი 245-მა წარმომადგენელმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 182 იყო.

დემოკრატების თქმით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რეალური მიზეზი არ არსებობს და ტრამპის ქმედება არაკონსტიტუციურია.

ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი სენატმაც დაუჭირა, თუმცა ტრამპმა ვეტოს უფლება გამოიყენა.

კომენტარები