Game of thrones

სოფი ტერნერი: GAME OF THRONES-ის დასასრული მხოლოდ ორ ადამიანს მოვუყევი

GETTY

Game of Thrones-ის მსახიობმა, სოფი ტერნერმა ჟურნალ British Glamour-თან სერიალის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მან Game of Thrones-ის დასასრული ცოტა ადამიანს მოუყვა.

"არ მგონია, რომ ხალხი კიდევ გამანდობს რამეს, რადგან საიდუმლოდ ვერაფერს ვინახავ. სერიალის დასასრული ცოტა ადამიანს უკვე მოვუყევი. მე მათ ვეუბნებოდი - ჰეი თუ გინდათ რომ იცოდეთ, მე მოგიყვებით", - თქვა სოფი ტერნერმა.

მსახიობის თქმით, ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც დასასრული მოუყვა მისი ქმარი ჯო ჯონასია.

"მე მხოლოდ ორ ადამიანს მოვუყევი, ეს არ არის ბევრი. ჯო ჯონასი გაბრაზდა წინასწარ რომ მოვუყევი დასასრული, რადგან მას ძალინ უყვარს შოუ. უბრალოდ, მე ეს ვინმესთვის უნდა მომეყოლა, თორემ ვერ გავძლებდი", - თქვა სოფი ტერნერმა.

კომენტარები