სპეციალური ოლიმპიური თამაშები

ქართველმა სპორტსმენებმა სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებზე ექვსი მედალი მოიპოვეს

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო

ქართველმა სპორტსმენებმა სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებზე ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

თამაშების გამარჯვებულები გახდნენ მარიამ ტოპოლიანი (მაგიდის ჩოგბურთი) და ლიკა კვარაცხელია (სირბილი, 50 მ).

ვერცხლის მედლებს მოიპოვეს მარიამ ტოპოლიანისა და გიორგი დიდიას წყვილმა (მაგიდის ჩოგბურთი) და ლიკა კვარაცხელიამ (სირბილი, 25 მ).

ბრინჯაოს მედლები მიიღო სერგო გვარაძემ (სირბილი, 200 მ; სირბილი, 100 მ). 

2019 წლის მსოფლიოს ზაფხულის სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებს არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა უმასპინძლა.

კომენტარები