სოციალური მუშაკების პროტესტი

ჯანდაცვის უწყება: სოც. მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ

დავით სერგეენკო
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვის მიუხედავად, სერვის-ცენტრები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. 

"სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ბოლო მონაცემებით, გუშინ და დღეს სააგენტოში სულ შემოვიდა 140 შეტყობინება, მათგან 51 იყო გადაუდებელი შემთხვევა, რაზეც რეაგირება მყისიერად მოხდა. შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ბენეფიციარებს სერვისები უწყვეტად მიეწოდება.

სწორედ ამ თემაზე გაიმართა საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე სტატისტიკა და სამოქმედო გეგმა", - წერია უწყების განცხადებაში. 

სოციალური მუშაკები უკვე მეორე დღეა, გაფიცულები არიან. 

პროტესტის უკიდურეს ზომებს მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. 

სოციალური მუშაკები სისტემის ძირეულ ცვლილებებს ითხოვენ, რათა ბენეფიციარებისთვის ღირსეული მომსახურების გაწევა შეძლონ. გაფიცულია საქართველოს მასშტაბით ყველა სერვის-ცენტრის ყველა სოციალური მუშაკი.

კომენტარები