ქუთაისის მერია

ხიდზე გამაფრთხილებელი სტიკერების გაკვრაზე სასამართლო დავა ქუთაისის მერიამ მეორედაც წააგო

ევროპა ჩვენი სახლია

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მეორედ მოუგო. პირველ ჯერზე, მერიამ თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი ნიშნების გაკვრის გამო 500 ლარიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ორგანიზაციის თავმჯდომარის გია გოქაძის სახელზე შეადგინა, მას შემდეგ რაც, "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლებმა დავა სასამართლოში მოიგეს, მერიამ მორიგ ჯერზე ჯარიმა იურიდიულ პირის სახელზე გამოწერა. დღეს გამართულ სხდომაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მალხაზ ჩუბინიძემ გადაწყვიტა, რომ სტიკერების გაკვრა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლიას წევრები ამბობენ, რომ მერია ამ ფორმით გამოხატვის თავისუფლებას ებრძვის.

„მეორედ მოვუგეთ დავა ქუთაისის მერიას იგივე საქმეზე!

ამჯერად თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი სტიკერის დაკვრის გამო ჯარიმა იურიდიულ პირზე ჰქონდად გამოწერილი .

მოსამართლე ჩუბინიძემ განმარტა რომ ხიდზე სტიკერის გაკვრა ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall
თქვენ არ დაიზაროთ, კიდევ სცადეთ!“ - წერია ორგანიზაციის ფეიჯზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროპა ჩვენი სახლიას"  წევრებმა თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი სტიკერები წარწერით "სახიფათოა" მას შემდეგ გააკრეს, რაც ახალგარემონტებულ ხიდზე მინის საფარი დაიბზარა და მასზე გადაადგილება მოსახლეობისათვის სახიფათო იყო.

კომენტარები