ზეწოლა მედიაზე

TV4 სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაზე საუბრობს და მაუწყებლობას პროტესტის გამო წყვეტს

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია TV4 პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღით მაუწყებლობას წყვეტს.

ამის შესახებ მედიამ განცხადება გაავრცელა, სადაც "გარკვეული ძალების მიერ" მათ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაზე საუბრობენ, თუმცა არ ასახელებენ, ვისგან მომდინარეობს ეს საფრთხე. 

"დღეს 21 წლის შემდეგ სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ტელე - რადიო კომპანიამ არსებობა შეწყვიტოს და ამით ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა. დღეს TV4-ის მუშაობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა. ჩვენ ვემიჯნებით გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიოს არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში. მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა, თუმცა მაუწყებლობა არ შეჩერებულა. დღეს საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ TV4 და რადიო 4 მაუწყებლობას დროებით შეწყვეტს. ჩვენ ასეთი ფორმით გამოვხატავთ პროტესტს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს ქალაქი და რეგიონი ტელევიზიისა და რადიოს გარეშე დატოვოს,"- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები