კრიმინალი

ეკონომიკის მინისტრის სახლის გაქურდვას შსს არ ადასტურებს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ორი დღის წინ წყნეთში ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას სახლი გაქურდეს. ტელეკომპანია მეზობლებზე დაყრდნობით ამბობს, რომ "მინისტრის ბინიდან საკმაოდ ღირებული ნივთებია მოპარული".

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ქობულიას სახლის გაქურდვას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მათთან ასეთი შეტყობინება არ შესულა.

თავად გიორგი ქობულიამ დღეს მედიასთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

"პირად ცხოვრებაზე ნუ დამისვამთ კითხვებს, ვერ გიპასუხებთ. [...] სახლის გატეხვაზე ვერაფერს გეტყვით, ეს პირადი კითხვაა", - უთხრა ეკონომიკის ჟურნალისტებს მინისტრმა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს (ვიდეო)

კომენტარები