რუსეთი

კრემლთან ახლოს კაბელი მოიპარეს, რომელიც სამთავრობო კომუნიკაციებისათვის გამოიყენებოდა

Wikimedia

კრემლთან ახლოს კოლექტორიდან კაბელის ნაწილი მოიპარეს, რომელიც სამთავრობო კომუნიკაციებისათვის გამოიყენებოდა.

კაბელის ქურდები უკვე დააკავეს.

პოლიციის მიხედვით ერთ-ერთი მათგანი სამართალდამცავებისგან გასაქცევად მდინარეში გადახტა, თუმცა ის ყინულიანი წყლიდან ამოიყვანეს და დააკავეს.

სამართალდამცველების თქმით ქურდობას სამთავრობო კომუნიკაციებზე გავლენა არ მოუხდენია.

კომენტარები