ლადო აფხაზავა

ჩიბათის საჯარო სკოლაში ლადო აფხაზავას სიმბოლურად ვარსკვლავი გაუხსნეს - ვიდეო

ლადო აფხაზავა ჩიბათის საჯარო სკოლაში დაბრუნდა. მას პედაგოგები და აღსაზრდელები საზეიმოდ დახვდნენ და სიმბოლურად წარმატებულ პედაგოგს ვარსკვლავიც გაუხსნეს.

"ყველაზე დიდი ბედნიერება, მე როდესაც მოვდიოდი დუბაიდან, თითოეული მოსწავლე მელანდებოდა, ჩემი კოლეგები მელანდებოდნენ, ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. ყველაზე დიდი ბედნიერება, ყველაზე დიდი მილიონი მე დავიმსახურე ჩემი ქართველი ხალხისგან, უამრავი წერილი მომდის, უამრავი საჩუქარი მომდის, რომელიც სითბოთი და სიყვარულით არის გაჯერებული და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ სიყვარულისთვის",- ამბობს ლადო აფხაზავა. 

მისივე თქმით ლარკის ფონდის და გლობალური ძილდოს ელჩობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. 

"ფულს არ მოაქვს ბედნიერება ადამიანებისთვის. მე დავინახე ძალიან დიდი სიყვარული და დიდი მადლობა ამისთვის",- აღნიშნა მან. 

24 მარტს, დუბაიში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა - მისი მფლობელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. 10 ფინალისტს შორის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა.

გამარჯვებული ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა და მას პრიზად 1 მილიონი დოლარი ერგება.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მისი გამორჩეული პროგრამაა "დემოკრატიული რევოლუცია" , რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ის 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულია.

 

კომენტარები