რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ფილმებისთვის კინოსტუდიას შექმნის

A.Kondratyev

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით თანამედროვე რუსული არმიის თემატიკაზე ფილმების გადაღებისთვის კინოსტუდია დაარსდება.

განცხადება 26 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიაზე გააკეთა, სადაც რუს სამხედროზე შექმნილ ხელოვნებასა და კულტურის ნამუშევნებს აჯილდოვებენ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მართალია, ომზე უამრავი ხარისხიანი ფილმი არსებობს, თუმცა თანამედროვე არმიაზე ფილმების ნაკლებობაა.

შოიგუ აღნიშნულ სიახლესთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და კულტურის პრიზის პროგრამის გაფართოვებას სთავაზობს, სადაც სამხედრო კინოფესტივალიც გაიმართება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური დაჯილდოვება კულტურისა და ხელოვნების სფეროში პირველად 2015 წლის 21 ნოემბერს გაიმართა, რათა წაეხალისებინა სამხედრო სამსახური და სამხედრო-პატრიოტული განათლება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ვლადიმერ პუტინმა აშშ გააფრთხილა, რომ რუსეთს ახალი მაღალი ტექნოლოგიის ბირთვული იარაღი ჰქონდა, რომელსაც თავდაცვის მექანიზმების დაძლევა შეძლო - ამის საილუსტრაციოდ პუტინმა ვიდეო კლიპები აჩვენა, რომლებზეც წყალქვეშა დრონები და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ჩანდა.რუსეთის ახალი ბირთვული რაკეტის ოთხივე გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა.

კომენტარები