კრიმინალი

კალაძე ქობულიას სახლის გაქურდვაზე: მინისტრი პრივილეგირებულია რამეთი? სამწუხაროა რაც მოხდა

Rustavi 2/Screegrab

თბილისის მერი ეკონომიკის მინისტრის სახლის გაქურდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ რაც მოხდა, სამწუხაროა.

"მინისტრი პრივილეგირებულია რამეთი? აქვს პრივილეგია? სამწუხაროა ის, რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გამოავლენს და დააკავებს დამნაშავეებს, როგორც ეს სხვა შემთხვევებში იყო", - ამბობს კახა კალაძე.

აღსანიშნავია, რომ ქობულიას წყნეთის სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიამ გაავრცელა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს არ დაადასტურა და თქვა, რომ უწყებაში ამაზე შეტყობინება არ შესულა.

თავად ეკონომიკის მინისტრმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა ქურდობის ფაქტი არ უარყო.

სახლის გატეხვაზე ვერაფერს გეტყვით, ეს პირადი კითხვაა", - უთხრა ეკონომიკის ჟურნალისტებს გიორგი ქობულიამ.

კომენტარები