კინო

ტომ უეითსი, იგი პოპი და ბილ მარი რეჟისორ ჯიმ ჯარმუშის ახალ ფილმში ითამაშებენ

საქსტატი

ტომ უეითსი, იგი პოპი და ბილ მარი ერთად ითამაშებენ ახალ ფილმში ზომბების შესახებ. 

ფილმის, სახელწოდებით "მკვდრები არ კვდებიან", რეჟისორი და სცენარისტი ჯიმ ჯარმუშია. თუმცა, ჯერჯერობით ფილმის შინაარსი ცნობილი არ არის. 

იგი პოპის, ტომ უეითსისა და ბილ მარისთან ერთად, ფილმში RZA, სელენა გომესი, ადამ დრაივერი, ტილდა სვინსტონი, ქლოე სევინი, დენი გლუვერი და სხვა მსახიობებიც გამოჩნდებიან. 

ჯარმუშსა და იგი პოპს ერთად 1995 წელს უმუშავიათ ფილმზე "მკვდარი კაცი". მუსიკოსის გარდა, ჯარმუშს ახალი ფილმის ვარსკვლავების არაერთ წევრთან ერთად უმუშავია წარსულში, მათ შორის RZA-სთან, რომელიც 1999 წლის ფილმ "Ghost Dog: the Way of the Samurai"-ში გამოჩნდა. ამასთან, ტომ უეითსი თამაშობდა 1986 წელს გამოშვებულ ფილმში "Down by the Law" და ის ასევე 2003 წლის ფილმში "ყავა და სიგარეტები" იგი პოპთან ერთად გამოჩნდა.

კომენტარები