კანადა

თალიბანის ტყვეობიდან დახსნილი ოჯახის სასამართლო დაიწყო, ცოლი ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს

0 კომენტარი
ფოტო: AP

კანადაში თალიბანის 5-წლიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ცოლ-ქმრის სასამართლო პროცესი იწყება. 33 წლის ამერიკელი კეიტლინ კოლმანი მეუღლეს, 35 წლის კანადელ მეუღლეს, ჯოშუა ბოილს ძალადობაში ადანაშაულებს.

ბოილი და კოლმანი 2011 წელს დაქორწინდნენ, 2012 წელს კი ცენტრალურ აზიაში სამოგზაუროდ წავიდნენ. ავღანეთში ისინი თალიბანთან დაკავშირებულმა ჯგუფმა დაატყვევა. ამ დროს კოლმანი ორსულად იყო. მან ტყეობაში 3 შვილი გააჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი ბოილის თქმით თალიბანის წევრებმა მოუკლეს. კანადაში დაბრუნების შემდეგ მან კიდევ ერთი შვილი გააჩინა.

კოლმანი ყვება, რომ ურთიერთობის დაწყებიდანვე ბოილი მას ხშირად ეჩხუბებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ხოლო ტყვეობაში ჩავარდნის შემდეგ მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა.

მანამდე, სანამ კოლმანს მოიყვანდა ცოლად, ბოილი დაქორწინებული იყო გუანტანამოს ციხის ერთ-ერთი პატიმრის, ომარ ხადრის დაზე, რომელსაც 2010 წელს დაშორდა. ხადრი და მისი და კანადაში დაიბადნენ, თუმცა ომარ ხადრი მამამ, რომელიც ალ-ქაედასთან იყო დაკავშირებული ის ავღანეთში წაიყვანა. მას ბრალად ამერიკელი სერჟანტის მკვლელობა ედებოდა.

კანადაში დაბრუნების შემდეგ კოლმანი საავადმყოფოშიც მოხვდა, თუმცა მიზეზი არ დაკონკრეტებულა. ამის შემდეგ ბოილმა პოლიციას აცნობა, რომ კოლმანი თვითმკვლელობას აპირებდა, რასაც გამოძიების დაწყება მოჰყვა.

ჯოშუა ბოილს ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების მცდელობს, მოკვლის მუქარის და პოლიციის შეცდომაში შეყვანის გამო ბრალი გასული წლის დასაწყისში წაუყენეს. ის თალიბანის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ 2 თვეში დააკავეს, თუმცა შეკავების ორდერის გამოწერის შემდეგ გაათავისუფლეს.

მაშინ კოლმანი ამბობდა, რომ ეს წლების მანძილზე გადატანილი ტრავმის ბრალია, რამაც მისი მეუღლის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გავლენა მოხდინა.

კიდევ ერთი მსხვერპლის, რომელიც ბოილს უჩივის, ვინაობას სასამართლო არ ასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, რომ ბოილი, კოლმანი და მათი შვილები ავღანეთის საზღვართან ჩატარებული სპეცოპერაციისას პაკისტანის ძალებმა დაიხსნეს.

კანადაში დაბრუნების შემდეგ 34 წლის მამაკაცმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტყვეობაში მისი ცოლი გააუპატიურეს და ქალიშვილი მოუკლეს.

ბოილის ბრალდებები თალიბანმა უარყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები