მშობიარობა

ბანგლადეშელმა ქალმა პირველი შვილის გაჩენიდან ერთ თვეში ტყუპები გააჩინა

new.google.com

ბანგლადეშელმა ქალმა პირველი შვილის ნაადრევად გაჩენიდან ერთ თვეში ტყუპები გააჩინა.

20 წლის ალიფა სულთანამ, თებერვლის მიწურულს ნაადრევად ბიჭი გააჩინა, 26 დღის შემდეგ კი მუცლი მწვავე ტკივილებით საავადმყოფოში მოხვდა.

ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ის ტყუპებზე იყო ორსულად და რთული მდგომარეობის გამო აუცილებელი საკეისრო კვეთა დაუნიშნეს.

"როდესაც პაციენტი საავადმყოფოში მოვიდა, ჩვენ მას გამოკვლევები ჩავუტარეთ და აღმოვაჩინეთ რომ ის ტყუპებზე იყო ორსულად. ჩვენ შოკში ვიყავით, მსგავსი რამ გამოკვლეული არასდროს მქონდა", - თქვა BBC-თან ექიმმა.

ალიფა სულთანამ ტყუპები 4 დღე საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ, 25 მარტს გააჩინა.

გინეკოლოგების თქმით, ასეთ მოკლე დროში ორი მშობიარობა ქალში არსებულმა გაორმაგებულმა საშვილოსნომ გამოიწვია.

კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში მსგავსი დარღვევა დაახლოებით 1000-იდან 1 ქალს აქვს.

კომენტარები