თამბაქო

ბრიტანული მედია: 2050 წლისთვის ბრიტანეთში მწეველების რიცხვი, შესაძლოა, 0-ს გაუტოლდეს

0 კომენტარი
ფოტო: AP

დიდ ბრიტანეთში მწეველების რაოდენობა, შესაძლოა, 2050 წლისთვის 0-ს გაუტოლდეს - ასეთია ახალი კვლევის დასკვნა, რომელსაც ბრიტანული The Mirror ავრცელებს. კვლევა დიდ ბრიტანეთში შემოსავლების, დასაქმების, ჯანდაცვისა და განათლების მონაცემებს ეყრდნობა. 

დიდ ბრიტანეთში ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით, 7.4 მილიონი მწეველია, თუმცა მკვლევარები ელოდებიან, რომ მომდევნო 30 წელში ეს რიცხვი 0-მდე დაიწევს. 

კვლევის მიხედვით, ბრისტოლი პირველი ქალაქი იქნება, რომელშიც მოწევას შეწყვეტენ და ამას 2024 წლისთვის ელოდებიან. The Mirror-ის ცნობით, მას 2 წელში იორკი და ვოკინგჰემი მოყვება. საუთჰემპტონი და დერბი ბოლო ბრიტანუული ქალაქები იქნება, რომელშიც თამბაქოს მოწევას თავს დაანებებენ. 

ბრიტანული მედიის ცნობით, სიგარეტებზე თავის დანებება ელექტრო სიგარეტების პოპულარობამ გამოიწვია, რომელმაც მკვეთრად შეამცირა მწეველთა რიცხვი. 

2018 წლის 17 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ელექტროსიგარეტების თამბაქოს ანალოგიურად რეგულირებით, სახელმწიფო ხელიდან უშვებდა შესაძლებლობას, რომ მოსახლეობის თამბაქოზე დამოკიდებულება ჩაენაცვლებინა ისეთი ალტერნატივით, რომლის ზიანიც ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით დაახლოებით 95%-ით ნაკლებია. 

ინგლისის პარლამენტი მაშინ სახელმწიფოსა და დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრების მიერ ჩატარებულ კვლევებს დაეყრდნო. მათ შორის, შოტლანდიის სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ცენტრის (NHS Scotland), ედინბურგის სამეფო კოლეგის სამედიცინო ინსტიტუტის, დიდი ბრიტანეთის თამბაქოსა და ალკოჰოლის კვლევების ეროვნული ცენტრისა და სხვა ორგანიზაციების შეფასებებს. 

2018 წლის მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 2.9 მილიონი ადამიანი მოიხმარდა ელექტროსიგარეტს, სხვადასხვა შეფასებით, დაახლოებით 470 000 ადამიანი მას იყენებს თამბაქოსთვის თავის დანებების მიზნით. შედეგად, ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი ამბობს უარს სიგარეტზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები