ლედი გაგა

ლედი გაგა 33 წლის გახდა - ფაქტები მის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცით

Billboard.com

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა დღეს 33 წლის გახდა.

2018 წელს ლედი გაგას შემოსავალმა 50 მილიონი დოლარი შეადგინა და Forbes-მა ის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებად სელებრითებში 49-ე ადგილზე გაიყვანა.

 

წაიკითხეთ ფაქტები მის შესახებ, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით.

1. ლედი გაგას ნამდვილი სახელი და გვარი სტეფანი ჯოანი ანჯელინა გერმანოტაა.

2. ჯგუფ Queen-ის 1984 წლის ჰიტი "Radio Ga Ga" მომღერლისთვის თავისი სასცენოს სახელის ინსპირაცია გახდა.

3. 4 წლის ასაკში დედა ლედი გაგას დღეში რამდენიმე საათს ატარებინებდა პიანონასთან, მიუხედავად იმისა უკრავდა თუ არა ბავშვი.

4. მისი პირველი პერფორმანსი პირველ კლასში სკოლის სპექტაკლში შედგა, მომღერალმა სასცენო კოსტუმი თავისით შეიკარა.

ლედი გაგა და მისი მეგობარი.

5. ლედი გაგას 11 წლიდან ერთი ვოკალის მასწავლებელი, დონ ლოურენსი ჰყავს.

6. დონ ლოურენსის დის შვილმა ლედი გაგას სიმღერა ნიუ-იორკში მაღაზიაში გაიგო და მაშინვე დააკავშირა თავის ბიძასთან.

7. სკოლაში ყოფნის დროს ლედი გაგა როკ-ბენდთან ერთად მღეროდა.

8. მას პირველად ცნობილი ადამიანებიდან ედრიენ ბროუდი მოეწონა.

9. როდესაც ლედი გაგა უნივერსიტეტში სწავლობდა, მას ჯგუფი შეუქმნეს, რომელსაც ერქვა "სტეფანი გერმანოტა, შენ არასდროს იქნები ცნობილი".

10. ლედი გაგა ერთი პერიოდი ნიუ-იორკში მოცეკვავედ მუშაობდა.

11. ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ლედი გაგას სოლო კარიერის დაწყება გადააწყვეტინა ჰიპ-ჰოპ არტისტი Akon იყო.

12. ლედი გაგამ თმა ქერად მას შემდეგ შეიღება, რაც ის ჟურნალისტს ემი ვაინჰაუზში აერია.

13. მისი სიმღერა "Telephone" სინამდვილეში ბრიტნი სპირსის ალბომისთვის "Circus"-თვის იყო დაწერილი.

14. ლედი გაგას კონცერტებზე თითქმის არასდროს აცვია შარვლები, რადგან მის ბებიას ცუდი მხედველობა აქვს და მხოლოდ ასე შეუძლია გაარჩიოს "ღია ადგილები შვილიშვილზე, როგორიც არის კანი და თმები".

15. მომღერალს ერთ-ერთი შუა სახელი ჯოანი დეიდის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც მჭამელას დაავდების შედეგად გარდაიცვალა.

16. ლედი გაგამ მეხუთე ალბომს "Joanne" სწორედ დეიდის პატივსაცემად დაარქვა.

17. ლედი გაგა ელტონ ჯონის ორივე შვილის ნათლიაა.

18. მომღერალს ფიბრომიალგია სჭირს, რაც სხეულის ქრონიკულ ტკივილს იწვევს.

19. 15 წლის ასაკში მან "The Sopranos"-ში ეპიზოდური როლი შეასრულა.

20. ლედი გაგა პირველი ქალია, რომელმაც ერთ წელში ოსკარი, გრემი, BAFTA და ოქროს გლობუსი მოიგო.

კომენტარები