საქართველოს საკონსულო სერბეთში

სერბეთში საქართველოს საკონსულოს გახსნას პარლამენტის თავმჯდომარეც დაესწრო

სერბეთში საქართველოს საკონსულო გაიხსნა. ირაკლი კობახიძის თქმთ, სერბეთი არის პრიორიტეტული ქვეყანა საქართელოსთვის და მასთან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაღრმავოთ კიდევ უფრო მეტად პოლიტიკური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ასევე, არის ძალიან დიდი პერსპექტივა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, ასევე, კულტურის, განათლების, მეცნიერების სფეროში შეგვიძლია ურთიერთობების გაღრმავება და ბუნებრივია, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ დაიწყება მუშაობა უახლოეს თვეებში, თბილისში, სერბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გასახსნელად.

კითხვაზე - მიიღებს თუ არა საკონსულო საელჩოს სახეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წარმომადგენლობის გახსნა პირველი ნაბიჯია დიპლომატიური ურთიერთობების თანდათან განსავითარებლად.

კომენტარები