კვლევა

მეცნიერებს სურთ, 60 დღე საწოლში წოლისთვის 18 500 დოლარი გადაგიხადონ

0 კომენტარი
ფოტო: CNN.com

მეცნიერები კვლევისთვის ეძებენ ადამიანს, რომელიც 60 დღე საწოლში იწვება და ამაში 18 522 დოლარს გადაუხდიან.

კვლევის შედეგად სურთ რომ გაარკვიონ როგორი გავლენა აქვს ადამიანის სხეულზე უწონადობის მდგომარეობას.

როდესაც ასტრონავტები კოსმოსში მიფრინავენ, მათ უწონად მდგომარეობაში ყოფნა უწევთ, რაც ხშირ შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს მათ კუნთებსა და ძვლებზე - კვლევის შედეგად შესაძლებელია მიაგნონ გზებს, რომელიც უწონადობის უარყოფით ეფექტებს შეამცირებს.

კვლევაში მონაწილე ადამიანებმა ორი თვის განმავლობაში, ყველა აქტივობა დაწოლილებმა უნდა გააკეთონ. ისინი ცალ-ცალკე ოთახებში იქნებიან და საჭმლის რაციონს დიეტოლოგები შეუდგენენ, რათა მონაწილეებმა წონაში არ მოიმატონ.

კვლევას ნასას მიერ შერჩეული "German Aerospace Center" ატარებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები