მარველი

ანჯელინა ჯოლი შესაძლოა მარველის სამყაროს შეუერთდეს

screenrent.com

The Hollywood Reporter-ის ცნობით, მარველი მოლაპარაკებებს აწარმოებს ანჯელინა ჯოლისთან, რათა ის ფილმ "The Eternals"-ის გუნდს შეუერთდეს.

ჯერჯერობით უცნობია, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში რა როლს შეასრულებს მსახიობი.

ფილმს რეჟისორი ქლოი ჟაო, ჯეკ კირბის მიერ 1976 წელს დაწერილი კომიქსის მიხედვით იღებს.

მიუხედავად დიდი ინტერესისა, არც მარველს და არც ანჯელინა ჯოლის აქამდე სავარაუდო კოლაბორაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები