ლიონელ მესის გოლი

"ბარსელონას" გულშემატკივრებმა კლუბის ისტორიაში საუკეთესი გოლი დაასახელეს (ვიდეო)

"ბარსელონას" გულშემატკივრებმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლი დაასახელეს. გამოკითხვაში პირველ ადგილზე ლიონელ მესის გოლი გავიდა, რომელიც არგენტინელმა ვარსკვლავმა 2006/07 წლების სეზონში "ხეტაფეს" კარში გაიტანა.

19 წლის მესიმ 4 მცველი მოატყუა, მეკარეც ჩამოიშორა და სტუმართა კარი აიღო. შედევრის შესაქმნელად არგენტინელს 12 წამი დასჭირდა, რა დროშიც მან 55 მეტრი გაირბინა.

ლიონელ მესის, როგორც "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო გოლის ავტორს, სპეციალური პრიზი გადასცეს.

გამოკითხვაში, რომელიც თითქმის სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობა 500 ათასზე მეტმა ადამიანმა, 160-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღო. გულშემატკივრებს არჩევანი 64 შეთავაზებულ გოლს შორის უნდა გაეკეთებინათ. 

აღსანიშნავია, რომ პირველ სამეულში სამივე მესის გოლი მოხვდა. ხეტაფეს გარდა, გულშემატკივრებმა არგენტინელის გოლები "ბილბაოსთან" და "რეალთან" გამოარჩიეს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=101&v=gwoKBi3FHvo]

კომენტარები