დემოგრაფია

2018 წელს საქართველოში შობადობა 4%-ით შემცირდა, ბუნებრივი მატება 15.7%-ით

benjielayug.com

საქსტატი ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოში 51 138 ბავშვი დაიბადა. ეს იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით, შობადობა 4%-ით შემცირდა.

2018 წელს 2.7%-ით შემცირდა გარდაცვლილთა რაოდენობა. ჯამში, მაჩვენებელმა 46 524 ადამიანი შეადგინა.

ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის 15.7%-ით შემცირდა 2017 წელთან შედარებით. აბსოლუტურ რიცხვებში ბუნებრივი მატება 4 614 იყო.

საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს 416 ჩვილი გარდაიცვალა. 2017 წელთან შედარებით, ეს რიცხვი 1.5 პუნქტით შემცირდა და 8.1 პრომილეზე ჩამოვიდა. 1.4 პუნქტითა შემცირდა 5 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა და 9.8 პრომილე შეადგინა.

კომენტარები