ადრეული ქორწინება

2018 წელს შვილი 3 112-მა მოზარდმა გააჩინა, ხუთი კი მშობიარობის მომენტში 15 წელზე ნაკლების იყო

www.teenvogue.com

საქსტატი ძირითად დემოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გასულ წელს 15 წლამდე ასაკის ხუთმა გოგომ გააჩინა შვილი.

2017 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი განახევრებულია.

ამასთან, 2018 წელს 15-დან 19 წლამდე ასაკის 3 112 გოგო გახდა დედა. წინა წელთან შედარებით, ეს რიცხვი 492-ით შემცირდა.

გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, გაზრდილია დედობის ასაკი - 25 წლამდე ასაკის დედების წილი ჯამში 32.7%-დან 31.1%-მდე შემცირდა, 25-დან 39 წლამდე ასაკის დედების წილი კი 64.6%-დან 66%-მდე გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციითვე, 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი თითქმის უცვლელია.

გასულ წელს მშობიარობის ყველაზე დიდი წილი 25-დან 29 წლამდე ასაკის ქალებზე მოდიოდა. მათ ჯამში 16 548 ჩვილზე იმშობიარეს. წინა წელს იგივე მაჩვენებელი 17 350 იყო.

ამასთან, 2018 წელს პირველი შვილის დაბადებისას დედის საშუალო ასაკი 25.6 წელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოში შობადობა 4%-ით შემცირდა, ბუნებრივი მატება კი 15.7%-ით.

ტაბულას სტატიას სტატიას ადრეულ ქორწინებასა და მის შედეგებზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

კომენტარები