საქართველოს პარლამენტი

კილაძე ხოშტარიას: ნუ დემაგოგობ და იმუქრები, თუ ქალი ხარ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სოციალური მუშაკების პრობლემის განხილვა მიმდინარეობს, ელენე ხოშტარია და სოფო კილაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც კომიტეტის თავმჯდომაემ ევროპული საქართველოს წევრ ელენე ხოშტარიას მოუწოდა დემაგოგიური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა.

"რას ნიშნავს დემაგოგობ, წესიერად ილაპარაკე," - მიმართა ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ სოფო კილაძეს.

"შოუს ვინც აწყობს, ვხედავთ, ეს შენი ჩვეული სტილია. ნუ დემაგოგობ. ნუ გადაგყავს პოლიტიკურ ჭრილში, ნუ იმუქრები, თუ ქალი ხარ. თავხედიც ხარ და მეტიც", - უპასუხა სოფო კილაძემ.

დღევანდელ სხდომას ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოადგილე თამარ ბარკალაია ესწრება.

კომიტეტის სხდომას სოციალური მუშაკებიც ესწრებიან, რომლებიც გაფიცვას კვლავ აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით 25 მარტიდან გაიფიცნენ.

კომენტარები