დემოკრატიული მოძრაობა

"დროა, ყველამ გააკეთოს ის, რაც შეუძლია" - ნინო ბურჯანაძის შვილი პოლიტიკაში მიდის

პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძე, პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ მან რადიო პალიტრის გადაცემაში - "შუადღის სტუდია", ისაუბრა.

ანზორ ბიწაძის თქმით, მას პარტიის არჩევაზე ბერვი არ უფიქრია. ის მისი დედის, ნინო ბურჯანაძის პარტიას შეუერთდება. მან ასევე აღნიშნა, რომ საბჭოს მთავარი წევრებისგან მას სრული მხარდაჭერა აქვს.

"რა თქმა უნდა, პარტიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, ვიქნები "დემოკრატიულ მოძრაობაში". ამ თვის ბოლოს გამოცხადდება თარიღი შემდეგი ყრილობის. ძალიან ბერ საინტერესო გეგმებს, ხედვებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებს და ზოგადად პოლიტიკურ სპექტრს, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა არსებული მდგომარეობიდან.

მე მივიღე სრული მხარდაჭერა საბჭოს მთავარი წევრებისგან, რადგან ეს ადამიანები არიან მოწმე იმ შრომისა, რომელიც მე მათთან ერთად გავწიე. მე მექნება ჩემი მოკრძალებული ადგილი იმ მიმართულებით, რომ გავანდო საზოგადოებას ჩვენი გეგმები. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი.

პირველ რიგში, რასაც მე ვაპირებ არის ის, რომ გავაგრძელო ის დაუღალავი შრომა, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურები და ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაახლოებული ხალხთან. დადგა ის დრო, როდესაც ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია." - თქვა ანზორ ბიწაძემ.

კომენტარები