მხატვრობა

9 საინტერესო ფაქტი ვინსენტ ვან გოგზე

1. ვინსენტ ვან გოგი, შესაძლოა, არასდროს ყოფილიყო მხატვარი 

წარმოგიდგენიათ სამყარო ვან გოგის "მზესუმზირებისა" და "ვარსკვლავებიანი ღამის" გარეშე? ასეთი სამყარო არც ისე შორს იყო. თავდაპირველად ვან გოგოს მღვდლობა სურდა და ის მოძღვრად მუშაობდა ბორინაჟში, ბელგიაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ვან გოგმა გადაწყვიტა, რომ მისი მომავალი მხატვრობაში იყო. ვან გოგოს ხატვა 27 წლამდე არ დაუწყია და არასდროს მიუღია ამ კუთხით ფორმალური განათლება. 

2. აღმოსავლური შთაგონება 

ვან გოგს მრავალი სხვადასხვა შთაგონების წყარო ჰყავდა, მათ შორის მხატვრობის ჰოლანდიური ჟანრი და მილეს რეალისტური ნახატები, მაგრამ ის იაპონური Woodblock-ის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. რამდენიმე შემთხვევაში მან ჰიროშიგესა და კესაი ეისენის ნახატების ასლებიც კი შექმნა თავის სტილში. 





3. ახალი ნამუშევარი ყოველ 36 საათში ერთხელ 

მიუხედავად იმისა, რომ ვან გოგი ჯამში მხოლოდ 10 წლის განმავლობაში - 27-დან 37 წლამდე ხატავდა, მან ძალიან ბევრი ნამუშევარი დააგროვა. მან 900-ზე მეტი ნახატი შექმნა და კიდევ უფრო მეტი ჩანახატი და სკეტჩი, რაც ყოველ 36 საათში ახალ ნამუშევარს ნიშნავს. 



4. წერილების მწერალი 

ვან გოგს თითქმის იმდენივე წერილი აქვს დაწერილი, რამდენი ნახატიც შექმნილი. ამ წერილებში ხშირად ის თავისი მომდევნო ნახატის მონახაზებს ხატავდა. 





5. მეგობრები

ვან გოგს რამდენიმე სხვა მხატვართან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, მათ შორის იყო პოლ გოგენიც. ვან გოგი, გოგენი და ემილე ბერნარი მხატვრების შემჭიდროებული საზოგადოების ჩამოყალიბებას გეგმავდნენ სამხრეთ საფრანგეთში, სადაც ისინი ერთად ცხოვრებასა და ხატვას გეგმავდნენ. ვან გოგის ინიციატივით, მათ ერთმანეთში ავტოპორტრეტები გაცვალეს. 







6. ის საკუთარი თავის მოდელად თავად მუშაობდა

იმ დროისთვის უცნობ და დაუფასებელ მხატვარს, საკმარისი ფული არ ჰქონდა, რომ მოდელებისთვის გადაეხადა, ამიტომაც, ის საკუთარ თავს ხატავდა. ფულის დაზოგვის მის ხერხებში ასევე შედის საკუთარსავე ნახატზე გადახატვის პრაქტიკაც, რადგან ტილოზე ფული დაეზოგა. წარმოგიდგენიათ, კიდევ რამდენი შედევრია იმალება ცნობილი ნახატების უკან? 



7. ჩავარდნა? 

როდესაც ვან გოგმა თავისი ყველაზე ცნობილი ნახატი "ვარსკვლავებიანი ღამე" შექმნა, ის არცკი ფიქრობდა, რომ ეს ნახატი კარგი იყო. საერთოდაც, ვან გოგი საკუთარ თავსაც და თავისი ნახატების უმეტესობასაც ჩავარდნად თვლიდა. 



8. მან ყური სავარაუდოდ გოგენთან კამათის დროს მოიჭრა. 

ის, რომ 1888 წელს ვან გოგმა ყური მოიჭრა, ყველასთვის ცნობილი ფაქტია. თუმცა, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რატომ გააკეთა ეს. 

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბუნდოვანია ის გარემოებები, რომლის დროსაც ვან გოგმა ყური მოიჭრა, თუმცა არაერთ ექსპერტს ეს სჯერა, რომ ეს არლის ყვითელ სახლში პოლ გოგენთან ცხარე კამათის შედეგად მოხდა. ზოგიერთ ისტორიკოსს ასევე სჯერა, რომ ვან გოგს ყური გოგენმა მოაჭრა და შემდეგ მათ ვან გოგისთვის დაბრალებაზე გადაწყვიტეს, რადგან ასე გოგენი პოლიციისგან თავის დახსნას შეძლებდა. 

საბოლოოდ, ვან გოგმა თავისი მოჭრილი ყური კოხტად გაახვია და უახლოეს ბორდელში ერთერთ სექსმუშაკს აჩუქა.



9. მან ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა 

ვან გოგი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით ბევრი წლის განმავლობაში იტანჯებოდა. 1889 წლის აპრილში ის თავად მივიდა ერთერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც 1 წელი გაატარა. სწორედ ამ პერიოდში შექმნა თავისი ყველაზე ცნობილი ნახატები, მათ შორის "ვარსკვლავებიანი ღამე". 

თავშესაფრის დატოვების შემდეგ ვან გოგი პარიზთან ახლოს მდებარე სოფელში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ახლოს ყოფილიყო თავის ძმა თეოსთან. თუმცა, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუარესებას განაგრძობდა. 1890 წლის 29 ივლისს მან მკერდში იარაღი ისროლა. ის 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ძმის თქმით, ვან გოგის ბოლო სიტყვები იყო "სევდა სამუდამოდ გაგრძელდება".



ასევე მოუსმინეთ ძალიან კარგ სიმღერას ვინსენტ ვან გოგზე: 

კომენტარები