ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ბლოკი ოფიციალურად დარეგისტრირდა

ტაბულა

პოლიტიკური პარტიების ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკატრები ბლოკი ოფიციალურად დარეგისტრირდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკი ელენე ხოშტარიამ და ნინო გოგოუაძემ დაარეგისტრირეს.

"ამ ერთობის მიზანია, რომ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ცდილობს, მიიტაცოს სასამართლო, ჩაგრავს ადამიანს, არ ზრუნავს მათზე და ახალისებს ძალადობას, ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს ჩვენმა სახელმწიფომ და სამართლის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ქვეყნის შენება დავიწყოთ. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, ეს არის ის ფასეულობები და პრინციპები, რის გარშემოც ჩვენ გავერთიანდით, მათ შორის ჩვენი წარსულის კარგად გააზრებით - თუ რა ტიპის შეცდომები დავუშვით. პირველი ნაბიჯი ამ ერთობის გამარჯვების, ცვლილებების მოტანის, იქნება იქნება სწორედ მთაწმინდის არჩევნები, სადაც ჩვენ გვეყოლება საერთო კანდიდატი" - თქვა ელენე ხოშტარიამ.

"ჩვენი ბლოკის კანდიადტი არის შალვა შავგულიძე. არც ენერგია და არც დრო ჩვენ ფუჭად დასახარჯი აღარ გვაქვს, უნდა გავიმარჯვოთ ამ შუალედურ არჩევნებში და ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ მას არ გაუვა საკუთარი ხალხის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის განხორციელება. უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებშიც და ვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანად გავუშვათ" - თქვა ნინო გოგუაძემ. გოგუაძისვე თქმით, ბლოკი შუალედური არჩევნებისთვის შეიქმნა, თუმცა თავისუფალი დემოკრატები ევროპულ საქართველოსთან სტრატეგიულ თანამშრომლობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც აპირებს.

საარჩევნოდ ბლოკის შექმნის შესახებ ორმა პარტიამ 21 მარტს განაცხადა. პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდის ოლქში, ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძეა.

კომენტარები