ჰოლივუდი

ნიკოლას კეიჯმა ქორწინებიდან ოთხ დღეში მისი ანულირება მოითხოვა

ნიკოლას კეიჯმა ქორწინებიდან ოთხ დღეში მისი გაუქმება მოითხოვა.

55 წლის მსახიობი მეგობარ ქალზე ერიკა კიოკეზე ლას-ვეგასში გასულ შაბათს დაქორწინდა. CNN-ის ინფორმაციით, ქორწინების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მან რამდენიმე დღეში, ოთხშაბათს მიმართა.

ეს ქეიჯის მეოთხე ქორწინებაა. 1995-დან 2001 წლამდე ის პატრისია არკეტზე იყო დაქორწინებული. 2002 წელს მარია პრისლიზე დაქორწინდა, თუმცა ოთხ თვეში დაშორდა და ოჯახი ალის კიმთან შექმნა. ეს ქოწინება 2016 წლამდე გაგრძელდა.
 

კომენტარები