სლოვაკეთი

სლოვაკეთმა პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია

სლოვაკეთმა პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. არჩევნების მეორე ტურში, სამოქალაქო აქტივისტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ გაიმარჯვა.

დათვლილია ხმების 100 %. ჩაპუტოვას მხარი ამომრჩევლების 58,4%-მა დაუჭირა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შეფჩოვიჩს კი 41,59%-მა.

დამარცხებულმა კანდიდატმა გამარჯვებულს უკვე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კომენტარები