ტვინის სიკვდილი

პორტუგალიაში ქალმა ტვინის სიკვდილიდან სამ თვეში ბავშვი გააჩინა

0 კომენტარი

პორტუგალიაში 26 წლის სპორტსმენმა, კატარინა სექუეირამ ბავშვი გააჩინა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტვინი დეკემბრის შემდეგ მკვდარია. ახალშობილი, რომელსაც სალვადორი დაარქვეს, ორსულობის 32-ე კვირაში დაიბადა. ეს მეორე შემთხვევაა პორტუგალიაში, როცა ბავშვი დაიბადა დედისგან, რომლის ტვინი მკვდარი იყო. 

კატარინა 19 კვირის ორსული იყო, როცა ასთმის მწვავე შეტევა დაეწყო და ექიმებმა ხელოვნურ, ინდუცირებულ კომაში შეიყვანეს. მომდევნო დღეებში მისმა მდგომარეობამ გაუარესება განაგრძო, 26 დეკემბერს ექიმებმა გამოაცხადეს, რომ მისი ტვინი მკვდარი იყო. მას შემდეგ ის ფილტვის ვენტილატორზე იყო მიერთებული, რათა ნაყოფი გადარჩენილიყო.

საკეისრო კვეთა ამ პარასკევს იყო დაგეგმილი, თუმცა მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და საკეისრო კვეთა ხუთშაბათს ჩატარდა. ორსულობის გაგრძელების გადაწყვეტილება ექიმებმა ოჯახის და ქმრის სურვილის თანახამდ მიიღეს.

ტვინის სიკვდილი ესაა მდგომარეობა, როცა შეუქცევადად იკარგება ტვინის ყველა ფუნქცია, ტვინის ღეროს ფუნქციების ჩათვლით (სუნთქვის, გულისცემის სიხშირის და წნევის კონტროლი). ტვინის სიკვდილის სამი ძირითადი ნიშანია კომა, ღეროს რეფლექსების არარსებობა და აპნოე (სუნთქვის შეწყვეტა). ტვინის სიკვდილი ნიშნავს, რომ პიროვნება მოკვდა. თუმცა, სხვა ორგანოებს, როგორებიცაა გული, თირკმლები და ღვიძლი, შეუძლიათ გააგრძელონ ფუნქციონირება თუ ადამიანი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. 

ახალშობილი 1.7 კილოგრამს იწონის და საავადმყოფოში შემდეგი სამი კვირის განმავლობაში იქნება. 

2016 წელს ლისაბონში დაიბადა ახალშობილი ლორენსო, მას შემდეგ რაც თავისი მკვდარი დედის საშვილოსნოში 15 კვირა გაატარა. მედიცინის ისტორიაში სულ აღწერილია 12 შემთხვევა, როცა ტვინის სიკვდილის შემდეგ საკეისრო კვეთით ბავშვი გაჩნდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები