11 წლის საყვარელი ძაღლი, სახელად ჩარლი, რამდენიმე წლის წინ მწვავე გლაუკომის გამო ორივე თვალით დაბრმავდა. შედეგად, მხიარულმა და სიცოცხლით აღსავსე ცხოველმა, ყველაფერის ხალისი დაკარგა და ძალიან სევდიანი გახდა.
ჩარლის პატრონმა ჩელსი სტიპმა და მისმა ქმარმა იფიქრეს, რომ ძაღლის ცხოვრებას პატარა კომპანიონი გაამხიარულებდა და ისინი მართლებიც აღმოჩნდნენ. მას შემდეგ რაც სახლში პატარა ლეკვი, მავერიკი მიიყვანეს, ჩარლის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.
ცხოველები მალევე დამეგობრდნენ. ლეკვის ენერგია და ენთუზიაზმი ჩარლისაც გადაედო.
"ეჭვგარეშეა, რომ მავერიკმა ჩარლიზე კარგად იმოქმედა. სათამაშოებით ძალიან ბევრს ერთობიან, ადრე ჩარლი მათ არც ეკარებოდა",- ამბობს ჩელსი სტიპი.
მავერიკი სულ რამდენიმე თვისაა, თუმცა თითქოს გაცნობიერებული აქვს ჩარლის მდგომარეობა, ესმის მისი და ყველაფერში ეხმარება.
"სათამაშოებს ჩარლის წინ ყრის. როცა ის დგება მავერიკი ყურადღებით აკვირდება. როცა სასეიროდ გავდივართ მავერიკი ჩარლის ერთ ხაზზე სიარულში ეხმარება"- ყვება ჩელსი.
მავერიკი ჩარლის გვერდით წვება, მას ეთამაშება, მასზე ზრუნავს, თავს მარტოსულად არ აგრძნობინებს.
"ჩარლი ასაკშია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ დიდი ხანი აღარ გვეყოლებოდა, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ მან ცხოვრება თავიდან დაიწყო",- ამბობს ჩელსი.