უბედური შემთხვევა

ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლას 26 წლის მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა - ეძებენ კიდევ ერთს

საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნია მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი.

ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში დღეს მიწის მაშა ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა.

 

კომენტარები