თბილისის ქუჩები, რომლებსაც 1 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

1 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ლილოს დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, გახოკიძის, მაისურაძის,  ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას,  ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის,  მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის,   გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის,  მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის, მებაღეობის, ფაღავას, ქებურიას და ზაალიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასლის, კრწანისის, გულუას, გულიას, დიდი ხეივნის, ნიშნიანიძის, მეფე სოლომონ  II, ორთაჭალის, ნადიკვრის, წინანაურის, გრიშაშვილის, კალანდაძის, მანანა მელქაძის, რუსუდან მეფისაშვილის და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, დოლაბაურის, ბოჭორმის, უჯარმის, პატარძეულის, ეკატერინე ფორაქიშვილის, დესპინე გელოვანის, კაჭარავას, ოსიპ მანდელშტამის და ლაღიძის ქუჩებისმაცხოვრებლებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, შეშელიძის, ვასაძის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, ხიზამბარელის და ილია ვეკუას ქუჩებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის III მიკრორაიონის, სოფელი გლდანის და გამარჯვების ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი 

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი 

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის  მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიდგორის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და არზაყან ემხვარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II  მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მარგიანის, შალვა ნუცუბიძის, ჟღენტის, კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ტოგო გუდავას, ჩერქეზიშვილის, ანდრონიკაშვილის, მგალობლიშვილის, ვარდენ წულუკიძის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ზემო ვეძისის, მერი დავითაშვილის, ისაკაძის, ლუქსემბურგის, ცხინვალის, ვოლოდარსკის, ყუშიტაშვილის, ლვოვის, ვაზისუბნის, ოდესის და ონიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” - აცხადებს თელასი.

კომენტარები