უბედური შემთხვევა

დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ! - შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია გაიმართება

საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოლიდარობის ქსელის ინიციატივით, ხვალ, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, 19:00-ზე აქცია გაიმართება, სახელწოდებით - დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!

აქცია მას მერე დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ დღეს, ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში, მიწიას მასა ჩამოიშალა, რომლის ქვეშაც ორი მუშა მოყვა. მათგან ერთის ცხედარი მაშველებმა იპოვნეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ. აქციის ორგანიზატორები განცხადებას აქვეყნებენ:

"კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან მთავრობის ეკონომიკური ექსპერიმენტების გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან განვითარების ასეთი მოდელის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან ბიზნესის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან უმოქმედო შრომის კოდექსის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან თავისუფალი ბაზრის გამო?

დღეს, 31 მარტია, კვირა დღე და თბილისში ბიზნესის ინტერესებს კიდევ ადამიანების სიცოცხლე ეწირება. რისთვის შრომობენ ადამიანები? რომ ერთ დღეს სამსახურში მიწამ ჩაიტანოთ და სიცოცხლე ასე დაასრულონ?

ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს! უკვე ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც უნდა გვაწუხებდეს ასეთი ამბების მხოლოდ პოსტად გაზიარება და მივიწყება!

ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!

გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს!

სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს! ვითხოვთ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს!", - ნათქვამია აქციის ანონსში.

კომენტარები