ქაღალდის პირადობები

ძველ პირადობის მფლობელები პირადობისა და პასპორტის აღებას პირველ მაისამდე უფასოდ შეძლებენ

ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს დღეიდან (პირველი აპრილიდან- პირველ მაისამდე) ერთი თვის განმავლობაში ელექტრონული პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება უფასოდ შეეძლებათ. ამ აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, აქტიურ, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) პირადობის მოწმობას 400 000-მდე მოქალაქე ფლობს.

კომენტარები