ჩოგბურთი

როჯერ ფედერერმა მაიამის "მასტერსი" მოიგო (ვიდეო)

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მაიამის "მასტერსი" მოიგო. მან ფინალში დაამარცხა წინა წლის ჩემპიონი ამერიკელი ჯონ ისნერი – 6:1, 6:4.

ფედერერმა საკუთარ გეიმებში 35 გათამაშებიდან 32 მოიგო, აქედან 20-დან 20 ქულა აიღო პირველ მოწოდებაზე. როჯერმა ათიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ისნერი კი ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე.

როჯერ ფედერერისთვის ეს კარიერაში 101 ტიტულია.

კომენტარები