კონორ მაკგრეგორი

კონორ მაკგრეგორმა რინგზე ჰოლივუდის მსახიობი მარკ უოლბერგი გამოიწვია

MMA-ს ირლანდიელმა სპორტსმენმა კონორ მაკგრეგორმა ჰოლივუდის ვარსკვლავი მარკ ვუოლბერგი რინგზე გამოიწვია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. 

მაკგრეგორის თქმით, იქიდან გამომდინარე რომ მსახიობი UFC აქციების მფლობელია, ორთაბრძოლის შემდეგ ეს აქციები, მისი გახდება. 

ცნობისთვის, მაკგრეგორმა 26 მარტს Twitter-ზე დაწერა, რომ სპორტული კარიერა დაასრულა. 

აღსანიშნავია, რომ მაკგრეგორმა წასვლის შესახებ ადრეც დაწერა, თუმცა, რამდენიმე დღეში გადაიფიქრა და ორთაბრძოლებს დაუბრუნდა. 

კომენტარები