თურქეთის არჩევნები 2019

თურქეთის ადგილობრივ არჩევნებზე 4 ადამიანი მოკლეს

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

დაპირისპირების შედეგად თურქეთის არჩევნებზე 4 მოკლეს, ხოლო დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

31 მარტს თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში 4 ადამიანის მკვლელობა დაადასტურა.

ოპოზიციური პარტიის ‘ბედნიერების’ წევრები თურქეთის აღმოსავლეთ მალათიას პროვინციაში მოკლეს. პარტიის ლიდერის, თემელ ქარამოლაღლუს, თქმით, პარტიის მოხალისე წევრი და დამკვირვებელი მმართველი პარტიის კანდიდატის ნათესავმა მოკლა. მისი თქმით, საარჩევნო უბანზე ღიად ხმის მიცემას შეეცადნენ, რასაც პარტიის წევრები შეეწინააღმდეგენ და ამის გამო მოკლეს. სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. შსს-ის ინფორმაციით, მკვლელობა საარჩევნო უბნის გახსნამდე მოხდა.

თურქეთის სამხრეთში, გაზიანთეფის პროვინციაში კი ორი დაპირისპირებული პარტიის მხრარდამჭრებმა ცეცხლი გახსნეს - სროლას ორი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაიჭრა.

სახელმწიფო მედია სააგენტოს ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან დაპირისპირების შედეგად, დაახლოებით, 50 ადამიანი დაშავდა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყნაში მმართველი პარტია 51%-ით ლიდერობს, თუმცა ანკარაში, სტამბოლში, ანტალიაში, იზმირსა და სხვა რამდენიმე ქალაქში თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია იმარჯვებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები