ჩეხეთი

ჩეხეთში ტრამვაი ტროლეიბუსს შეეჯახა - დაშავდა 40 ადამიანი

ჩეხეთის ქალაქ ბრნოში ტრამვაი ტროლეიბუსს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად 40 ადამიანი დაშავდა. 

შეჯახება მასნასა და კრჟენოვის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

მგზავრები სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის მიზეზის დასადგენად ამ მომენტისთვის პოლიციელები იმათ კითხავენ, ვისი მდგომარეობაც სტაბილურია. 

მიმდებარე ტერიტორიაზე, დროებით ავტომანქანით გადაადგილება შეზღუდულია.

კომენტარები