სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი

სოფი ტერნერი: GOT-ის გადაღებებისას მეისისთან ერთად მარიხუანას ვეწეოდი და ვიდეოებს ვუყურებდი

instagram.com/maisie_williams

Game of Thrones-ის მსახიობმა სოფი ტერნერმა, ნიუ-იორკის კომიკ-კონზე, თავისი და მეისი უილიამსის ურთიერთობაზე ისაუბრა.

სოფი ტერნერი და მეისი უილამსი სერიალში დებს, სანსა და არია სტარკებს ასრულებენ, თუმცა ისინი სცენის გარეთაც ძალიან ახლო მეგობრები არიან და ერთმანეთს როგორც დებს ისე მოიხსენიებენ.

"ჩვენ ცოტათი მარტოსულები ვართ Game of Thrones-ში, იმიტომ რომ მე და მეისი ბოლო რამდენიმე სეზონი გადაღებების დროს ღამისთევებს ვაწყობდით - უბრალოდ ვსხდებოდით, ვჭამდით, სულელურ ვიდეოებს ვუყურებდით და მარიხუანას ვეწეოდით. არ ვიცი, შეიძლება ჩემმა აგენტმა მომკლას ამის თქმის გამო. ხანდახან, ჩვენ ვეწეოდით, შემდეგ ერთად აბაზანაში ვწვებოდით და ერთმანეთს მაკიაჟის ფუნჯებს ვუსვამდით. ეს სახალისოა", - თქვა სოფი ტერნერმა Vulture-თან.

შეგახსენებთ, რომ Game of Thrones-ის ფინალური სეზონის გამოსვლამდე სულ ცოტა, 13 დღე დარჩა.

კომენტარები