უბედური შემთხვევა

ჭავჭავაძის N5-ში აქცია მიმდინარეობს - მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან დაწყებულმა აქციამ "დროა, ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ" ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყვეს და გზა გადაკეტეს. 

ისინი ჭაჭავაძის N5-თან იმყოფებიან, სადაც მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. აქციის მონაწილეები ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაშლას არ აპირებენ.

სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები