შრომის უსაფრთხოება

აქციის მონაწილეები ჭავჭავაძეზე გზის გადაკეტვას ცდილობენ, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევთ

აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვას ცდილობენ. პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს და კორდონს აკეთებს. ამის გამო, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქცია "სიკვდილით სავსე ქალაქი" რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების დარღვევებს აპროტესტებენ, მთავრობის კანცელარიიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს. ისინი ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.

"სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები