მიკ ჯაგერი

მიკ ჯაგერს მიმდინარე კვირაში გულის ოპერაციას გაუკეთებენ

billboard.com

75 წლის მიკ ჯაგერს მიმდინარე კვირაში ნიუ-იორკში გულის ოპერაციას გაუკეთებენ - მას ექიმები გულის ხელოვნურ სარქველს ჩაუდგამენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ მიკ ჯაგერი სრულად გამოჯანმრთელდება და ის ზაფხულში შეძლებს სცენაზე დაბრუნებას.

შაბათს, Rolling Stones-მა ამერიკასა და კანადაში დაგეგმილი ტურნე მიკ ჯაგერის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადო.

კვირას, პაპარაცებმა ჯგუფის წევრები მაიამიში შენიშნეს.

კომენტარები